ბლინკენი: საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას აგრძელებს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.
“დღეს შესრულდა 16 წელს მას შემდეგ, რაც შეიჭრა სუვერენულ საქართველოში და ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, ვინც დაშავდა ან იძულებითაა გადაადგილებული რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის გამო. ამ დღემდე, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპირებას და იქ ხალხისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევას”, – ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და დასძენს, რომ რუსეთი ასევე განაგრძობს “აფხაზეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების” რუსეთის ნაწილად გამოცხადებას და დგამს ნაბიჯებს ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის გასახსნელად.
“ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, კონფლიქტამდელ პოზიციებზე ჯარების გაყვანის შესახებ და შეუფერხებლად დაუშვას ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიწოდება. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათობით ათას იძულებით გადააადგილებულ პირს, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდეს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე, გრძელდება”, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ომის დაწყების წლისთავს გამოეხმაურა ამერიკის საელჩოც, რომელმაც დაწერა, რომ 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა.
“ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს ამერიკის დიპლომატიური მისია საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად