არქივი7 აგვისტო, 2024, 21:25
ჰელსინკის კომისია: რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას - ვდგავართ ხალხის გვერდით
ჰელსინკის კომისია აგვისტოს ომიდან 16 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
"რუსეთი საქართველოში შეიჭრა 16 წლის წინ და აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად"- ნათქვამია განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.