საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა "ბასკონიას" ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]
![საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა "ბასკონიას" ბოლო წამებზე მოაგებინა და მატჩის გმირი გახდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/721864c95b1f1b82b9fa34f271ed9b79-A6AuRl.jpeg)
ლიგა ენდესას მორიგ ტურში "ბასკონიამ" "მანრესა" 82:80 დაამარცხა. სტუმრებს გამარჯვება საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა კამარ ბოლდუინმა მოუტანა, უკანახაზელმა ბოლო წამებზე ორქულიანი შეტევით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღნიშნულ მატჩში კამარმა 20 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ბასკონია" ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში 6 გამარჯვებითა და 7 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, კამარ ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენციაში – Big East- ში თამაშობდა, სადაც „ბატლერის“ უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავ
და და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 პასით ერთ-ერთი ლიდერი იყო.
მიმდინარე სეზონში ბოლდუინი მოედანზე საშუალოდ 27 წუთს ატარებს, რა დროშიც 12.4 ქულას, 3.1 მოხსნასა და 3.7 შედეგიან პასს აგროვებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.