ბექა ოდიშარია – პარტნიორების ყურადღებას ვაფასებთ, თუმცა, რეზოლუციები არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი, რა შედეგის მომტანია

პარტნიორების ყურადღებას ვაფასებთ, თუმცა, რეზოლუციები არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი, რა შედეგის მომტანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ განაცხადა, რითაც საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე ევროპარლამენტში დებატებსა და რეზოლუციას გამოეხმაურა.
ოდიშარია აცხადებს, რომ პარტნიორების ყურადღებას ასეთ საკითხებზე მაღალ შეფასებას აძლევენ, თუმცა, ის შედეგის მომტანი უნდა იყოს.
“ჩვენი პარტნიორების მიერ მაღალ ყურადღებას საქართველოს პრობლემებზე და ასეთ ტრაგედიებზე, ჩვენ ყოველთვის მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ვაფასებთ. თუმცა, ასეთ რეზოლუციებს, მხარდაჭერას, უნდა მოჰყვეს გარკვეული შედეგები, ეს არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი რა შედეგის მომტანია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა პარტნიორებს, მაგრამ რაღაცას უნდა ემსახურებოდეს ყოველთვის”, – განაცხადა ოდიშარიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტში გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით წარდგენილ რეზოლუციას, ოდიშარია აცხადებს, რომ ოპოზიციამ ტრაგედია “იმწუთასვე ჩასვა პოლიტიკურ დღის წესრიგში”.
“ეს ხომ ხელმოცარული ხალხია, გაიხსენეთ: გარდაიცვლება ბიჭი, გოგო, სკოლის ბავშვები იჩხუბებენ, თუ სხვა ტრაგედია მოხდება, ყოველთვის ცდილობენ პოლიტიკურ თემად გადააქციონ. ისინი რაღაცას აწევენ და შემდეგ მეკითხებით, თქვენ ხომ არ დააინიცრებთო (რეზოლუციის თქვენს ვერსიას), არავინ ეკითხება ოპოზიციას, უმრავლესობა რას დააინიცირებს და რას არა, ჩვენ თვითონ ვიმსჯელებთ, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ,”- განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში