არქივი4 ივნისი, 2024, 11:47
ბესიკ ხარანაული: სძლიე, მიაწექ, საქართველო ხარ!
სამი პირობა
გახსოვს,
- გაუძელ!
რომ გასწავლიდნენ?
მე გამოვედი და
გითხარი,
- სძლიე!
გახსოვს,
უკან რომ იხევდი გაჭირვებაში?
მე გასწავლე,
- მიაწექი, რომ გაგიჭირდება!
გახსოვს,
თავსაც არ უმხელდი შენს ქართველობას,
ახლა კი, მსოფლიო შემოგყურებს,
- გმირი ერი ხარ.
გახსოვს,
მომავალი არ გიკარებდა?
ახლა გეხვეწება -
შეუსრულე სამი პირობა:
სძლიე,
მიაწექ,
საქართველო ხარ!
ბესიკ ხარანაული
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.