ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბესიკ ხარანაული: ვინაც კარგი ქართველია, ყველასია საფიცარი

ვინაც კარგი ქართველია
ხედავთ, ხალხო, რა დრო დადგა,
- თავი გამოგვიჩენია!
ვინაც კარგი ქართველია,
თავის შვილსაც გვირჩევნია,
ხედავთ, ხალხო, რა დრო დადგა
აღარა ვართ საკიცხარი,
ვინაც კარგი ქართველია,
დაც ის არის, ძმაც ის არის,
ხედავთ, ხალხო, რა დრო დადგა,
ერთმანეთი გავიცანით,
ლომი ლომს გადააფრინდა,
ყალყზე შედგა ნაკვიცარი,
ვინაც კარგი ქართველია,
ყველასია საფიცარი.
ბესიკ ხარანაული
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.