პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბესიკ ხარანაული: ასპარეზზე გამოვლენ ახლები

წვიმიანი, გრძელი გაზაფხული
დამთავრდა ერა
ჰალსტუხიანების,
მუცელგველიანების!
გინდ არქვი
მგლები,
გინდ არქვი
ძაღლები:
ასპარეზზე გამოვლენ
ახლები!
აიყრება დახლები.
გაწმენდენ,
გაწმენდენ,
სიმღერის თანხლებით:
ასპარეზზე გამოვლენ
ახლები!
მე შორს დავუდგები,
შორს დავესახლები,
ვუყურებ,
დავტკბები,
ვუყურებ,
გავძღები:
ასპარეზზე გამოვლენ
ახლები!
დამთავრდა ერა ჰალსტუხიანების,
მუცელგველიანების!
ასპარეზზე გამოვლენ ახლები.

ბესიკ ხარანაული

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.