ევროკავშირმა გააფართოვა ირანის სანქციები, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო

ევროკავშირმა გააფართოვა ირანისთვის დაწესებული სანქციები, თეირანის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო – გამოაცხადა ევროპულმა კომისიამ 18 ნოემბერს. ახალი სანქციების სამიზნეა კომპანიები, პორტები და ინდივიდები, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემასთან, მათი ფრონტზე გამოსაყენებლად.
სანქციები შეეხო ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაზიდვის ხაზებს (IRISL) – რომელსაც ქონება გაეყინება, შეზღუდვები დაუწესდა სანქციათა სიაში მყოფ უწყებებთან თუ ცალკეულ პირებთან კავშირის მქონე ორ პორტს, კასპიის ზღვაზე.
აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ადანაშაულებენ ბალისტიკური რაკეტების და მათთან დაკავშირებული ტექნიკის რუსეთისთვის გაგზავნაში, უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
ირანის პორტების და ზღვაოსნობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალი საფაეიმ უარყო “ევროპული ბრალდებები” და მათ “უსაფუძვლო” უწოდა – იუწყება სახელმწიფო სააგენტო IRNA.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია