ბენიამინ ნეთანიაჰუ – “ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ულტიმატუმი შეარბილა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ულტიმატუმი შეარბილა.
ღაზაში დარჩენილი მძევლების ოჯახებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბენიამინ ნეთანიაჰუ მიანიშნებს, რომ მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება.
„ძალისხმევა გრძელდება. კონტაქტები მიმდინარეობს; ისინი არ არიან მოწყვეტილა. „ჰამასის“ მხრიდან იყო ულტიმატუმი, რომელიც ახლა შერბილდა“, – წერს ისრაელის პრემიერი.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მძევლებს მხოლოდ საკუთარი პირობებით გაათავისუფლებს. Reuters-ის ცნობით, დაჯგუფების პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ „ჰამასის“ პოზიცია ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებს გააცნო, ქვეყნების, რომლებიც ცდილობენ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას შეუწყონ ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია