ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ, ჩვენი მიზნები კი “ჰამასის” განადგურება და ყველა მძევლის განთავისუფლებაა – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან-იუნისში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მანამდე ისრაელმა გამოაცხადა, რომ ათასობით ჯარისკაცი გაჰყავს სხვა რეგიონებიდან. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ომს იქამდე გააგრძელებს, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება და არ გაათავისუფლებენ 100-ზე მეტ მძევალს, რომელიც ამ დრომდე რჩება “ჰამასის” ტყვეობაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჰამასის” მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე, ისრაელის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ბეირუთში “ჰამასის” ლიდერის მკვლელობის გამო, “ჰეზბოლა” ისრაელს ემუქრება, რომ ეს მკვლელობა უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის.
“ისრაელი ბრძოლის ყველა ხაზზე იბრძვის. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მეტი თვე. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ. ჩვენი მიზნები კი “ჰამასის” განადგურება და ყველა მძევლის განთავისუფლებაა. მძევლების დასაბრუნებლად მუშაობაში ყველა ჩართულია და თითოეულ წამს მაქსიმალურად ვიყენებთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს,” – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან