– ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ

ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუ ისრაელ-ლიბანის საზღვართან მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა და ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, თუ რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“