ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა | ბორტზე 63 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, Ил-76 ჩამოვარდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს .
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავში 63 ადამიანი იმყოფებოდა. მათი მდგომარეობის შესახებ ჯერ უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმაც.
"ახლა საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ. მე საგანგებოდ შევცვალე ჩემი სამუშაო განრიგი და რეგიონი დავტოვე. დამატებითი დეტალები მოგვიანებით", - წერს ის ტელეგრამზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.