ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული თვითმფრინავი ბელგოროდში ჩამოვარდა – ბორტზე 63 ადამიანი იმყოფებოდა

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სადაც 63 ადამიანი იმყოფებოდა, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ჩამოვარდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.
ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩისლავ გლადკოვი წერს, რომ ადგილზე საგამოძიებო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ახლა საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ. მე საგანგებოდ შევცვალე ჩემი სამუშაო განრიგი და რეგიონი დავტოვე. დამატებითი დეტალები მოგვიანებით”, – წერს ის ტელეგრამზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.