ავიაკატასტროფა ბელგოროდის ოლქში – რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იყო, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა

ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ თვითმფრინავს, С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს და მომხდარში უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო მონაწილეობას ვერ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი