ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდში აფეთქებები გრძელდება, დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი

რუსეთში, ბელგოროდში აფეთქებები გრძელდება. რუსული გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვას ერთი ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა, რომლის იდენტობაც ჯერ დადგენილი არ არის.
არიან დაშავებულებიც. ამჟამინდელი ინფორმაციით, ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობამ დაზიანებები ნამსხვრევებისგან მიიღო.
ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
დღეს, 17 მარტს, პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერდა, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
15 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებული 17 ადამიანი. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ.
ამავდროულად, 15 მარტს დილის საათებში ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით საჰაერო თავდაცვამ 7 ვამპირის ტიპის უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.