არქივი1 ივნისი, 2024, 10:53
ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა
ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
„ბელგოროდის თავზე ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა - საჰაერო სამიზნეები ქალაქის მახლობლად ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, - წერს ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამის“ არხზე.
ბელგოროდის გუბერნატორის ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად, სოფელ რაზუმნოეში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, შაბათს ღამით, ბელგოროდის ცაში 40-მდე აფეთქების ხმა გაისმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.