ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან

ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს, მეხანძრე-მაშველთა 30-ზე მეტი გუნდი ებრძვის.
სახანძრო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანების სიცოცხლე, ან საცხოვრებელ სახლებს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი 13 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.
შეგახსენებთ, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან რაკეტებისა და დრონების გაშვებამ გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.