არქივი6 ივნისი, 2024, 08:36
გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთში, ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა
რუსეთის ბელგოროდის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ წერს.
მისი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი დაზიანდა და ერთ-ერთ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.
გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში აფეთქებების სერია მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.