ბაქოდან თბილისში გამოფრენამდე დააკავეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი

მეგობრების ცნობით, პარასკევს, 23 აგვისტოს, ბაქოდან თბილისში გამგზავრებამდე დააკავეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტი, თავისუფალი ჟურნალისტი სამად სიხი.
ორი დღით ადრე, 21 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა „სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებით დააკავეს აქტივისტი, მკვლევარი და ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი. სამადოვი მეორე დღეს ბრუნდებოდა პრაღაში. ის ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
სამად სიხი ბაჰრუზ სამადოვის მეგობარია. მან 22 აგვისტოს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურსაც მისცა ინტერვიუ სამადოვის დაკავების შესახებ.
ბაჰრუზ სამადოვიც და სამად სიხიც არიან კავკასიის საკითხებზე მომუშავე გამოცემის, OC Media-ს კონტრიბუტორები.
სიხი, სამადოვის მსგავსად, იშვიათი ხმა იყო აზერბაიჯანელ აქტივისტებს შორის, რომელიც ყარაბაღის ომს ეწინააღმდეგებოდა.
თანამოაზრეები მის დაკავებასაც პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს სიხის ნათესავებმა უთხრეს, რომ სიხი პარასკევს, 23 აგვისტოს ბაქოს აეროპორტში დააკავეს.
„საპასპორტო კონტროლი გაიარა, მაგრამ ნახევარ საათში მოგვწერა, რომ დააკავეს. დაახლოებით 16:43 საათზე. მას შემდეგ მისგან არაფერი გაგვიგია“, – უთხრეს მათ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად