ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანში OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი დააკავეს - „თბილისში ცდილობდა გამგზავრებას“

გამოცემა OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და აქტივისტი სამად შიხი აზერბაიჯანში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში ცდილობდა გამგზავრებას.
ამ დროისთვის მისი დაკავებისა და ბრალდების შესახებ ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებას არ გაუვრცელებია.
22 აგვისტოს აზერბაიჯანში ღალატის ბრალდებით დააკავეს მკვლევარი და ჟურნალისტი, OC Media-ს კონტრიბუტორი, ბაჰრუზ სამადოვიც, რომელიც, ასევე, ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი და სომხეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მხარდამჭერია.
წყარო: პუბლიკა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.