არქივი22 დეკემბერი, 2023, 15:57
"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება
უეფას ფინანსური რეგლამენტის დარღვევის გამო "ბარსელონა" შეიძლება ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ, - იტყობინება Die Welt-ი.
გამოცემის ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კატალონიური კლუბის გასავლისა და შემოსავლის ანგარიშში სრული ქაოსია და არაა გამორიცხული ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა 2024 წლიდან 2-3 წლით აუკრძალონ.
ზაფხულში ამის გამო უეფას ფინანსური კონტროლის პალატამ "ბარსა" 500 ათასი ევროთი დააჯარიმა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.