არქივი20 დეკემბერი, 2023, 10:54
ხავიმ "ნაპოლისთან" "ბარსელონას" გასვლის შანსი შეაფასა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ გუნდების შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა.
"საუბარი იტალიის მოქმედ ჩემპიონზეა და შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. გასულ სეზონში მათ სკუდეტო მოიგეს, ახლა კი ჩვენს მსგავს სიტუაციაში არიან.
ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან გუნდები თებერვალში. რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპს დავძლევთ", - აქვეყნებს ხავის სიტყვებს AS-ი.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.