ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ში „ბარსელონას“ დაუპირსპირდება

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კატალონიურ „ბარსელონას“ შეხვდება. მერვედფინალების წილისყრა დღეს, 18 დეკემბერს ჩატარდა.
გუნდები ორ შეხვედრას გამართავენ, შინ და სტუმრად.
„ნაპოლიმ“ ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და პირველობა აგრეთვე ესპანურ გრანდს, მადრიდის „რეალს“ დაუთმო. ბარსელონამ კი თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ მეოთხედფინალში გავიდა, იტალიის ჩემპიონატში კი პირველი დაიკავა. ამჟამად გუნდი იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილს იკავებს, „ბარსელონა“ კი ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
რაც შეეხება სხვა წყვილებს:
· პორტო – არსენალი;
· პსჟ – რეალ სოსიედადი;
· პსვ – დორტმუნდი;
· კოპენჰაგენი – მანჩესტერ სიტი;
· ინტერი – ატლეტიკო;
· ლაციო – ბაიერნი;
· ლაიფციგი – მადრიდის რეალი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.