ბარამიძე: “ოცნებაში“ უკვე ისე უჭირთ, რომ თითიდან გამოწოვილ გადაწყვეტილებებს იღებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებები იძლებითი ნაბიჯი, რომლითაც ხელის გულზე ჩანს, რომ გაუჭირდათ.

როგორც ბარამიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, “ოცნებაში“ უკვე ისე უჭირთ, რომ თითიდან გამოწოვილ გადაწყვეტილებებს იღებენ.“

იძულებითი ნაბიჯია ამ ბანდის შეიგნით, ამგვარი ტიპის გადაადგილება. ხელის გულზე ჩანს, რომ გაუჭირდათ და ამიტომ ასე თითიდან გამოწოვილ გადაწყვეტილებას იღებენ.

ამავდროულად სანქციები სანქციებად, აი, ეხლა დღესაც გამოქვეყნდა რომ ევროკავშირიდან წამოვა დამატებითი ზეწოლა და გარშემო, მათი პატრონის პუტინის და იმპერიალისტური რუსეთის პოზიციები სუსტება და სუსტდება ყველგან. ყველგან ეხლა აღარ ჩამოვთვლი. შესაბამისად უკრაინის ფრონტზეც სერიოზული გარდატეხა ხდება. მათ იციან რომ მათი დღეები არის დათვლილი, ამ რეჟიმის დღეები არის დათვლილი, ამიტომ მთავარია, ჩვენ გავუძლოთ, მთავარია არ გავტყდეთ და მთავარია ვიბრძოლო ბოლომდე, მშვიდობიანად მაგრამ ამ მშვიდობიანობაში არის ჩვენი ძალა.

თუ ვინმეს სჭირდება საქართველოში დაპირისპირება, ომი, უბედურება და თოფის სროლა, ეს არის რუსეთი.

ადამიანებს რომ ატყუებენ, რომ თუ ეს მოღალატე აღარ იქნება ხელისუფლებაში, აქ ომი და უბედურება იქნება, არ იქნება ომი, იქნება ისეთი განვითარება და წინსვლა, როგორიც ჩვენ ქვეყანას ეკადრება, – განაცხადა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ