ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
რომ ვიცოდეთ რას ნიშნავს ტრამპ თაუერის აშენება რომელიმე ქვეყანაში, სანამ ქოცებს ისე წარმოუჩენიათ, რომ ტრამპმა მთელი თავისი დანაზოგი საქოცეთში დააბანდა.
1. ტრამპის ორგანიზაცია თბილისში ცათამჯენს ააშენებს.
2. ტრამპის ორგანიზაციამ საინვესტიციოდ სწორედ საქართველო შეარჩია.
3. საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო. ამაზე მეტყველებს ის, რომ ტრამპის ოჯახის საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის საქართველში ძალიან დიდი ინვესტიციით.
The Trump Organization სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ერთი მიმართულება – ბრენდის ლიცენზიის გაყიდვა.
ტრამპის ორგანიზაცია, როგორც წესი, აკეთებს 3 რამეს:
• არქიტექტურა – ხშირად პროექტი მისივე რეკომენდირებულია და დამტკიცებულია, თუმცა ფულს არც ამ შემთხვევაში დებს. დეველოპერები იხდიან.
• ინტერიერი და უძრავი ქონების ხარისხი – აწესებს სტანდარტებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ეს პროექტი.
• სერვისის ხარისხის კონტროლი.
ზოგადად, დეველოპერებისთვის სხვადასხვა ქვყნებში ტრამპის ბრენდი ნიშნავს:
ვერ გეტყვით. პრემიუმ სეგმენტის ადგილობრივი მომხმარებელი ძალიან ცოტაა. შესაძლოა ტრამპ თაუერის ბრენდმა უცხოელი მყიდველები მოიზიდოს და ამაზე გათვალონ, მაგრამ ტრამპის ბრენდი მათ პროექტს მნიშვნელოვნად გაუძვირებს და რამდენად უღირთ ფინანსური და ბიზნესთვალსაზრისით, არ ვიცი. მითუმეტეს, რომ შესაძლოა ეს ბრენდი პირიქით, ტოქსიკურიც აღმოჩნდეს.
სინამდვილეში კი ის ხდება, რაც ზევით დავწერე.




