ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის სამძებრო სამუშაოები ვერც დღეს გრძელდება

მესამე დღეა, ბაკურიანში ვერ პოულობენ ზვავში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძეს.
ადგილზე რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, უამინდობის გამო სამძებრო სამუშაოები ვერც დღეს, 30 მარტს, განახლდა.
მისივე ცნობით, ძლიერი ქარი შსს-ს სასაზღვრო სამსახურის სამაშველო ვერტმფრენს, რომელიც ბაკურიანში იმყოფება და მობილიზებულია, აფრენის საშუალებას არ აძლევს.
ძლიერი ქარის გარდა, სამუშაოებს ართულებს მიუვალი ადგილი და თოვლის დიდი მასა, რის გამოც ტერიტორიაზე ტექნიკა ვერ მუშაობს.
48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა.
იგი ადგილობრივი ბიზნესმენი, ბაკურიანში ცნობილი „ამირანის პარკის“ და სასტუმროს მფლობელია.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.