ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზვავში მოყოლილი ადამიანი – რატომ შეწყდა სამძებრო სამუშაოები?

ზვავში დაკარგული მამაკაცი, ადგილობრივი ბიზნესმენი დიტო გოგოლაძე, ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. მაშველები და ვერტმფრენები დღეს რამდენიმე საათით მუშაობდნენ ბაკურიანში, თუმცა უშედეგოდ.
ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდა, სულ 5 ადამიანი იყო. ზვავის ჩამოწოლას 4 მათგანი გადაურჩა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა და სამუშაოები განახლდება მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.