ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია, ზვავსაშიშროების გამო, დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია დროებით შეწყვეტილია ზვავსაშიშროების გამო. საგანგებო სიტუაციების მათვის სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ძებნა განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობდნენ. როგორც შსს-ში გვითხრეს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებით გადაიყვანა მაშველთა ჯგუფი.
რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლას, როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბაკურიანის მცხოვრებლები ჰყვებიან, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ 28 მარტს, დილით, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.
ბაკურიანში ზვავის მოწყვეტის შედეგად 2016 წელს დაიღუპა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი. ზვავის ჩამოწოლისას იგი დიდველსა და კოხტაგორას შორის გაუკვალავ თოვლში სრიალებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.