ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენი ხილვადობის არქონის გამო ვერ მონაწილეობს

ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხილვადობის არქონის გამო დროებით ვერ მონაწილეობს, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბაკურიანიდან. საფრენი აპარატი დაბა ბაკურიანში დაბრუნდა. ვერტმფრენი თბილისიდან მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სამაშველო ჯგუფმა შემთხვევის ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო. ბაკურიანიდან ადგილობრივებიც დაიძრნენ შემთხვევის ადგილისკენ.
რაც შეეხება ზვავის ჩამოწოლას, როგორც ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბაკურიანის მცხოვრებლები ჰყვებიან, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ 28 მარტს, დილით,, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.
ბაკურიანში ზვავის მოწყვეტის შედეგად 2016 წელს დაიღუპა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი. ზვავის ჩამოწოლისას იგი დიდველსა და კოხტაგორას შორის გაუკვალავ თოვლში სრიალებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.