ბაია კვიციანი დანიის პარლამენტის ბავშვთა და განათლების კომიტეტის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი დანიაში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დანიის პარლამენტის ბავშვთა და განათლების კომიტეტის სპიკერს ალექს აჰრენდსტენს და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დანიასა და საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო სისტემასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. მხარეებმა ორივე ქვეყანაში განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის სასწავლო კურიკულუმებს და მის როლს ხარისხიანი განათლების მიწოდების პროცესში.
ბაია კვიციანის განცხადებით, განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები, რომელიც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ეფექტიან და აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”