ბაია კვიციანმა შვედეთის განათლების სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა

ბაია კვიციანმა შვედეთის განათლების სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი შვედეთის განათლების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბაია კვიციანმა შვედეთის განათლების სისტემის შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა სოციო-ემოციურ მხარდაჭერის საკითხზე. საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან სკოლების მხარდაჭერის საკითხს.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი სამუშაო ვიზიტით დანიისა და შვედეთის სამეფოებში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო აღნიშნულ ქვეყნებში განათლების მიმართულებით არსებული გამოცდილების შესწავლა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება