არქივი20 დეკემბერი, 2024, 21:21
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს. ისმის შეძახილები „არა რუსულ რეჟიმს“.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩა აქვთ გადაკეტილი.
მათი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ როგორც თბილისში, ასევე, ბათუმში მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ, რომელსაც ხელისუფლება ძალადობრივი ქმედებებით არბევს.
აქცია - მსვლელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც შეუერთდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.