ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა

ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა. დილიდან სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა ბათუმის ქუჩებში გამართეს. აქციის მონაწილეებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სტუდენტთა პროტესტს გაფიცვის თაობაზე, ლექტორებიც უერთდებიან და მხარდაჭერას უცხადებენ.
სტუდენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასობით სტუდენტი გარეთ გამოვა და პროტესტს არ შეწყვეტს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.