ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის მოსწავლეები მართავენ.
მათ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სტუდენტების პროტესტს ყოველდღიურად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე, ლექტორ-პროფესორებიც უერთდებიან.
სტუდენტების განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „კრემლისგან შთაგონებულია“ და ქართულ საზოგადოებას დასავლეთთან მიზანმიმართულად აშორებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.