ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო მსვლელობა დასრულდა
ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, სტუდენტების საპროტესტო აქცია-მსვლელობა უნივერსიტეტის შენობასთან დასრულდა.
ახალგაზრდების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
ბათუმელმა სტუდენტებმა დღეს პროტესტის ნიშნად, რუსთაველის, მელიქიშვილის, გორგილაძის, ჯავახიშვილის, პუშკინის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
“გმირთა მემორიალები მოვინახულეთ, პატივი ვეცით მათ ხსოვნას. მსვლელობა ქუჩებში გავმართეთ, ვხედავდით ადამიანებს სახლებიდან როგორ გვიცხადებდნენ მხარდაჭერას. ამ ქვეყანაში, რუსული ყველაფერი უნდა დასრულდეს, ეს განწყობაა საზოგადოებაში და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.