ბათუმში სტუდენტები, ლექტორები და მასწავლებლები საპროტესტო მარშს მართავენ

ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტები, ლექტორები და მასწავლებლები საპროტესტო აქცია-მარშს მართავენ.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები, ამასთან, შეკრებილები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია