სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით – „კენწეროში გატკბილდების?!“ მართავენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით – „კენწეროში გატკბილდების?!“ მართავენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები: „ეროვნული ღირსების” დაცვით ეროვნულ ინტერესებს თელავთ!“, „არა რუსულ დიპლომებს!“
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გაიფიცე“, „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
ამასთან, ისინი განათლების სამინისტროში დასაქმებულებს მოუწოდებენ, რომ უწყებიდან გამოვიდნენ.
სტუდენტების განმარტებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების შედეგად, ისინი კარგავენ ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას.
„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მრავალი წელია იღებს, რომლის მეშვეობით ჩვენს განათლებას ხარისხს და ყოფას აზიანებს. ჩვენ ვნახეთ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული დასკვნა, სადაც ეწერა, რომ საქართველო ვერ აკმაყოფილებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს – პოლიტიკური თავისუფლების კრიტერიუმს. ჩვენი დიპლომები არის საფრთხის წინაშე. ჩვენ არ გვინდა რუსული დიპლომები და გვინდა ევროპული დიპლომები, თავისუფალი განათლება“, – აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი მარშით შეუერთდებიან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას და აქციის მოთხოვნებს. კერძოდ, „დაინიშნოს ვადამდელი ; დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს; გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა