ბათუმში მასწავლებლები აქციას – „მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია“ – მართავენ

მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია”,- ამ ლოზუნგით, ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სხვადასხვა სკოლის პედაგოგები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ისინი გმობენ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას.
“ყველა შესაძლო მშვიდობიანი ხერხით ვეცდებით, რომ ჩვენი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მივაწვდინოთ და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს ჭეშმარიტი მშვიდობა, გვქონდეს თავისუფლება და არ იყოს მხოლოდ განცდა, უნდა იყოს ნამდვილი თავისუფლება. კეთილდღეობა და სვლა ევროპისკენ, ჩვენი მომავალი ევროპაშია.
სიმართლეს აქვს ძალა გაუმკლავდეს ყველანაირ იარლიყს და ვერცერთი კამპანია და სტრატეგიულად დაგეგმილი აქტივობების ერთობლიობა შემაფერხებელი ვერ იქნება, სიმართლისკენ მიმავალ გზაზე, მოსწავლეებს ვერ მოვუწოდებ გამოვიდნენ, ვფიქრობ, რომ პირადი მაგალითი მრავლის მთქმელია, თუმცა არც სიტყვებს ვიშურებ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული რას ნიშნავს თავისუფლება”, – აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ხელისუფლება მხარს უჭერდა მეუფე შიოს, ეს ცხადზე ცხადია, ის ჩარეული იყო და არის – ეს დავინახეთ და მაქვს ეჭვი, დავინახავთ ისტორიული სინოდის დაწყებამდეც, სადაც უნდა გამოირჩიონ პატრიარქი

მეუფე სტეფანე – ანდრია მოციქული რუსეთის აგენტი იყო? შეიძლება რუსეთის პოზიცია რაღაცაში ჩვენსას დაემთხვეს, მაგრამ ფაქტი არ არსებობს, რომ რუსეთი შეიძლება რაღაცას გვაიძულებდეს – არცერთი მხრიდან არ ყოფილა ჩარევა