არქივი25 დეკემბერი, 2023, 04:40
ბათუმში ზარალს ითვლიან - ძლიერმა ქარმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა
ბათუმში ზარალს ითვლიან. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა შენობების სახურავები,
ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, სადენები, მოგლეჯილია ხეები.
მწყობრიდან არის გამოსული საგზაო ინფრასტრუქტურა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და დასუფთავების სამუშაოები ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მერიის სამსახურები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.