ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საპროტესტო მსვლელობა შეძახილებით - “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, პროტესტის ნიშნად ქუჩებში მსვლელობას შეძახილებით - “არა რუსულ კანონს” მართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ყველა დაწესებულებასთან მივლენ, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა გააგონონ.
“მშვიდობიანი ევროპული მარში გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროპა და სხვა არაფერი. დაუყოვნებლივ, როგორც შემოიტანეს, ისე გაიწვიონ უკან კანონპროექტი და დაასრულონ ხალხის მღელვარება. რუსული მთავრობაა, რომელიც ქვეყანას ჩრდილოეთით მიათრევს. არ დავნებდებით, თქვენც ხედავთ, ათასობით ახალგაზრდა იზიარებს ჩვენს პროტესტს”,- ამბობენ ბათუმში აქციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.