ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არა რუსულ კანონს“, - ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩებში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს“, - ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩებში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები ევროპის მოედნიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მიემართებიან და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.
„არა რუსულს, არა რუსეთს. ჩვენი ადგილი ევროპაშია. ვიმყოფებოდით ძველი ბათუმის ქუჩებში, მოქალაქეები მზად არიან, რომ დიდ საპროტესტო აქციებში ჩაერთონ და კიდევ ერთხელ აჩვენოს ხელისუფლებას, რომ ხალხის მიზანი არის ევროპა და არა ბნელი რუსეთი. ბრძოლას არ შევწყვეტთ, ვიქნებით ქუჩაში. საპროტესტო აქციას ხვალაც გავმართავთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.