ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. მანამდე ცენტრალურ პარკში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტები შეიკრიბნენ და აბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“.
როგორც ბათუმის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აცხადებენ, თითოეული მათგანის მობილურ ტელეფონში მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა. მათი თქმით, მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.