ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში 62-ე ღამეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებაში არალეგიტიმური მთავრობაა.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა უსამართლობას სილა გააწნა, რისთვისაც ხელისუფლება დევნის.
მათივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი აქვთ და დაშლას არ აპირებენ.
“ავტოკრატიულო რეჟიმია, პატრიოტ ადამიანში ყოველთვის იქნება ბრძოლის ძალა, რომ ქვეყანაში გააპროტესტოს რუსული რეჟიმი. ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, ამას ხალხი აიძულებს”,- აცხადებენ შეკრებილები
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.