არქივი27 იანვარი, 2025, 22:53
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან 61-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაზე მყოფები ამბობენ, ქვეყანა რომ ევროპულ გზაზე დაბრუნდეს, საჭიროა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
აჭარის მთავრობასთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები იმყოფებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.