არქივი26 იანვარი, 2025, 20:41
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, დაკავებულები რეჟიმის პატიმრები არიან.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, ხულოელები შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის უნივერსიტეტიდან აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.