ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ 29 დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და ითხოვენ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამასთან ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
“ჩვენი ქვეყნის პარტნიორები აცნობიერებენ, საქართველოში რაც ხდება. მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა ღირსებით უნდა წასულიყო ევროპისკენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ გაძლიერდება ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებაზე ასევე, არაფორმალურ მმართველზე. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდებიან უკანონოდ დაკავებულები”,- აღნიშნა ერთ - ერთმა მოქალაქემ აქციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.