აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეები მოითხოვენ, რომ დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები. მათი თქმით, „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირება სამომავლოდ გაგრძელდება.
„ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ცივილიზებული სამყაროსკენ, სადაც საქართველოს მომავალია. ივანიშვილის მთავრობას რუსულ ჭაობში მიჰყავს ქვეყანა. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვიქნებით ბნელ რუსეთში. აუცილებლად გავიმარჯვებთ, სანქციები იქნება ძალიან დიდი, ყველა დასანქცირდება ვინც ივანიშვილთან კავშირში იქნება და მას მოემსახურება. ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა ქართველი ხალხი, რომლის არჩევანია ევროპა”,- აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს