ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხელახალი არჩევნების და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხელახალი არჩევნების და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მათი განცხადებით, უამინდობის მიუხედავად, მოქალაქეები 90- დღეა ქუჩაში დგანან. მათი თქმით, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული “სინდისის პატიმრების” გათავისუფლება დროულად უნდა მოხდეს.
“არ დავიღლებით, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ ჩვენი მოთხოვნები, რომელიც უცვლელია: გაუქმდეს გაყალბებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ხელახლა დაინიშნოს, ასევე, გათავისუფლდნენ სინდისი პატიმრები. სოლიდარობა მედროშე თემურ ქათამაძეს, რომელიც საემიგრაციო განყოფილებაშია და შიმშილობს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.