ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება

ბათუმში ხელახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა, მთავარი მოთხოვნით, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციაზე დაკავებული პირები.
ასევე, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ თემურ ქათამაძეს, რომელიც 46 დღეა შიმშილობს, მათ მიაჩნიათ, რომ თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობაშია.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გამოცემა “ბათუმელებისა და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელსაც.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს. მათი განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.