ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

პარლამენტთან პროტესტი გრძელდება - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. გზის გადაკეტვას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ადგილზე განლაგებული პოლიციის კორდონის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა სააბოლოოდ გზა მაინც გადაკეტეს.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!". პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილებიც.

მოქალაქეები უკვე 88-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.